საქართველო და ირლანდია თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას აპირებენ

© FB / Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე და დენის ო'დონოვანი
ირაკლი კობახიძე და დენის ო'დონოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და ირლანდია თანამშრომლობას ანვითარებენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა, განათლება

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირლანდიელ კოლეგასთან, დენის ო'დონოვანთან თბილისში შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ო'დონოვანის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა დელეგაციის წევრებმა თბილისში საკანონმდებლო ორგანოში ჩაატარეს, სადაც ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა პრესკონფერენცია გამართეს.

21 წელია, საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. განსაკუთრებით ნაყოფიერი გვაქვს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა, განათლება. გვსურს, განსაკუთრებული წვლილი შევიტანოთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში, და ამ კუთხით პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს. საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფი და მოხარული ვართ, რომ ანალოგიურად, ირლანდიის რესპუბლიკაშიც, პარლამენტში შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი", – განაცხადა კობახიძემ.

ირლანდია - Sputnik საქართველო
საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ირლანდია ლიდერობს

შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა ირლანდიელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებულად თბილი, ემოციური დამოკიდებულება ირლანდიელთა მიმართ და ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ აქტიურად ვიზრუნოთ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ სპიკერს ჩამობრძანებისთვის. მის ვიზიტს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოსა და ირლანდიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით", – აღნიშნა კობახიძემ.

ო'დონოვანი, თავის მხრივ, მიესალმა ევროინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას და ამ გზაზე საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის პირობა დადო.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო. არსებობს ბევრი სფერო, სადაც შეგვიძლია საქართველოსთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ", – განაცხადა ო'დონოვანმა.

ვიზიტის ფარგლებში ო'დონოვანი მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას როგორც სავაჭრო–ეკონომიკური, ისე ტურიზმის მიმართულებით.

ო'დონოვანი ასევე გაეცნო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რომლებსაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ო'დონოვანის შეხვედრა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. დელეგაციის ვიზიტი 3 ნოემბერს დასრულდება.

საქართველომ და ირლანდიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წლის 12 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები წარმატებით თანამშრონლობენ განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0