ქარიშხალი ევროპის შემდეგ ახლა ბელარუსში მძვინვარებს

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoძლიერი ქარი მინსკში
ძლიერი ქარი მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსში საშიშროების ნარინჯისფერი დონე 31 ოქტომბერსაც გაგრძელდება, ხოლო მოსკოვში ხელისუფლებამ გაფრთხილება შტორმის შესახებ უკვე გაავრცელა

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ბელარუსმა სინოპტიკოსებმა ორშაბათსა და სამშაბათს საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადეს – ქვეყანაში ქარიშხალი გერვარტი" შეიჭრა, იუწყება Sputnik–ბელარუსი".

ქარიშხლის დროს წაქცეული ხე - Sputnik საქართველო
პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას ქარიშხალმა გადაუარა

ქარიშხალი გერვარტი" გასულ უქმეებზე ევროპაში მძვინვარებდა, მის გამო შვეიცარიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში დიდი თოვლი მოვიდა, ხოლო გერმანიაში, ჩეხეთსა და პოლონეთში ქარიშხალმა სერიოზული ნგრევები გამოიწვია. უამინდობამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.

ორშაბათ დილით გერვარტი" ბელარუსამდე მივიდა. სინოპტიკოსებმა მოსახლეობა მანამდე გააფრთხილეს უამინდობის შესაძლო შედეგების შესახებ და საშიშროების ნარინჯისფერი დონე გამოაცხადეს. ეს დონე ბოლოსწინა დონეა. ქარის სიჩქარემ შესაძლოა წამში 24 მეტრს მიაღწიოს.

საშიშროების ნარინჯისფერი დონე შენარჩუნდება სამშაბათსაც. ქარიშხლის გარდა, ზოგან შესაძლებელია ნალექიც – სველი თოვლი და წვიმა. ბელარუსის შემდეგ ქარიშხალი რუსთისკენ გადაინაცვლებს და შემდეგ თანდათანობით შესუსტდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0