პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას ქარიშხალმა გადაუარა

© photo: Tbilisi City Hall / FBქარიშხლის დროს წაქცეული ხე
ქარიშხლის დროს წაქცეული ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხის დაცემის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შაბათ ღამით ქარიშხალმა პოლონეთს, ხოლო კვირა დილით — ჩეხეთს გადაუარა — დაღუპულია ოთხი ადამიანი, იუწყება РИА Новости.

ჩეხეთში ხანდაზმული მამაკაცი და ქალი დაღუპა — მათ ხეები დაეცათ, ათობით ათასი ოჯახი ელეტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჩეხეთის შვიდ მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მეტეოროლოგების მონაცემებით, ქარის სიჩქარე 180 კმ/სთ-ს აღწევდა. წაქცეულია ხეები, მოგლეჯილია სახურავები. ძლერი წვიმის გამო მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნად აიწია.

პრაღაში დაიკეთა ზოოპარკი, დროებით შეწყვიტა მუშაობა მსხვილმა საერთაშორსო გამოფენა Designblok-მა.

პოლონეთში მანქანებს ხეები დაეცა, შედეგად მანქანების ორი მძღოლი დაიღუპა. მანქანის ერთ-ერთი მგზავრი მზიმე მდგომარეობაშია. 

ხედი დედამიწაზე კოსმოსიდან - Sputnik საქართველო
დღეიდან დედამიწას მძლავრი მაგნიტური ქარიშხალი შეუტევს

ქარიშხალმა პოლონელ მაშველებს დიდი პრობლემები შეუქმნა — წაქცეულია ხეები და დატბორილია შენობები. 

პოლონეთის 10 მხარეში ძლიერი ქარიშხლის გამო მეორე ხარისხის გაფრთხილება მოქმედებს.

კვირა დილით ქარიშხალი „გერვარტი“ გერმანიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდა, რკინიგზის კონცერნ Deutsche Bahn-მა მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

ბერლინის სახანძრო სამსახურმა უამინდობის გამო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. დილის 4-დან 7 საათამდე 100 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. 

გერმანიაში დაშავებულების შესახებ ინფორმაცვია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტეოროლოგების მონაცემებით, ქარიშხალი ბელარუსის მიმართულებით მოძრაობს. ბელარუსი ემზადება ქარიშხლის დასახვედრად და ორშაბათისთვის საფრთხის ნარინჯისფერი დონე უკვე გამოცხადდა. ვარაუდობენ, რომ ქარის ძალა 15-22 მეტრ/წამს შეადგენს.

 


ყველა ახალი ამბავი
0