თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. არმავირის საბავშვო ბაღში მძევლად აყვანილი ბავშვი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელი მამაკაცი დაჭრილია და დაკავებული, იუწყება „Sputnik–სომხეთი".
რამდენიმე საათის წინ დანით შეიარაღებულმა უცნობმა მამაკაცმა არმავირის საბავშვო ბაღ „მანუშაკში" მძევლად აიყვანა ბავშვები და ბაღის თანამშრომლები.
გათავისუფლებული ბავშვი მშობლებს დაუბრუნეს.
პოლიციამ გაათავისუფლა მძევლები, რომლებიც საბავშვო ბაღში იყვნენ გამომწყვდეულნი.
„Sputnik–სომხეთის" კორესპონდენტი იუწყება, რომ გაისმა სროლის ხმა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობიდან მძევლები გამოიყვანეს.
საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მყოფი სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა განაცხადა, რომ დაჭრილია ორი ადამიანი – აღმზრდელი და საბავშვო ბაღის გამგე, თუმცა ჭრილობები უმნიშვნელოა და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
სომხეთის პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილე უნან პოღოსიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ბრწყინვალე მუშაობის წყალობით ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.