თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. დანით შეიარაღებულმა უცნობმა მამაკაცმა ორშაბათს სომხეთის ქალაქ არმავირის საბავშვო ბაღ "მანუშაკში" მძევლად აიყვანა ბავშვები და ბაღის თანამშრომლები, იუწყება „Sputnik–სომხეთი".
ამჟამად საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან ოპერატიული ჯგუფის წევრები. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები", – განაცხადა სომხეთის პოლიციის პრეს–მდივანმა ედგარ ჯანოიანმა.
© PHOTO/Gagik Shamshyanვითარება არმავირის საბავშვო ბაღთან
ვითარება არმავირის საბავშვო ბაღთან
© PHOTO/Gagik Shamshyan
ამავე დროს, მასმედია ბოროტმოქმედის მოტივების გარკვევას ცდილობს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ საბავშვო ბაღში შეიარაღებული პირის ყოფილი ცოლი და სიდედრი მუშაობენ, რომლებთანაც მას ცუდი ურთიერთობები აქვს.
ერთ–ერთი წყაროს ინფორმაციით, ბოროტმოქმედის სიდედრი საბავშვო ბაღის გამგეა.