ინციდენტი პოლიგონზე: ჯარისკაცს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი წვრთნების დროს სროლისას მოხდა. დაშავებულის დედა განმარტებას მოითხოვს

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა ვალერი ჭანტურიძემ სიმონეთის პოლიგონზე წვრთნებზე სროლის დროს დროს მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა, შედეგად მისი ამპუტაცია გახდა საჭირო, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტი 26 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდა. სამხედრო მოსამსახურე მაშინვე გადაიყვანეს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებს დაზიანებული მტევნის ამპუტაცია მოუწიათ. ჭანტურიძის ნათესავები და ახლობლები თავდაცვის უწყებისგან მომხდართან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვენ.

ქართველი სამხედროების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთში აფეთქებისას არ დაშავებულან

დაშავებულის დედამ, თინათინ ჭანტურიძემ განაცხადა, რომ მისი ვაჟი ორჯერ მონაწილეობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში ცხინვალის რეგიონში, ასევე სამშვიდობო მისიაში.

იქიდან მშვიდბიანად დაბრუნდა და ახლა მეუბნებიან, გმირის დედა ხარო. არ მინდა მაისთანა გმირობა. ავღანეთში რომ ყოფილიყოან ცხინვალში ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს", – განაცხადა ჭანტურიძემ ტელეკომპანია Rustavi2–ის ეთერში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე ზიანის მიყენების მუხლით გაუფრთხილებლობით, რაც ჯარიმით ან ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაოებით ისჯება.

თადაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჭანტურიძე 11 წელია ირიცხება ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში. ის ორჯერ მონაწილეობდა ავღანეთეის სამშვიდობო მისიებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0