Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი საფრანგეთის ბრეტანის რეგიონში არსებულ უთოების მუზეუმს ესტუმრა. იხილეთ ვიდეო, როგორ გამოიყურება უჩვეულო ექსპოზიცია, რომელიც 853 ეგზემპლარს ითვლის.
უთო ადამიანმა ძალიან დიდი ხნის წინ გამოიგონა. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე IV საუკუნეში ძველ საბერძნეთში გამოიგონეს ნაჭრის ტანსაცმლის საბრტყელებლის ფორმის ლითონის ცხელი ჯოხით დაუთოვების მეთოდი. ძველ დროში უთოს ფუნქციას დამუშავებული ქვა ასრულებდა.
XVIII—XIX საუკუნეებში უთო ლითონისგან მზადდებოდა და თანამედროვე უთოს ფორმაც ჰქონდა, თუმცა მათ გასაცხელებლად გამოიყენებოდა ბუნებრივი აირი, ან ღუმელი. მრავალი ასეთი ნიმუში, რომლებიც უკვე ას წელზე მეტისაა, ინახება ბრეტანის მუზეუმში. ამ კოლექციაში უფრო თანამედროვე უთოებსაც შეხვდებით.