თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სამაშველო ოპერაცია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
მამაკაცი, რომელიც წინასწარი მონაცემეით, მტკვარში გადახტა, ცოცხალია.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, უცნობმა კაცმა მას ჯერ სიგარეტი სთხოვა, შემდეგ გამოემშვიდობა, ბორდიურზე შემოჯდა, პირჯვარი გადაიწერა და ბოლოს მტკვარში გადახტა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. სამაშველო ოპერაციის შედეგად კი, კაცის ამოყვანა მოხერხდა.
დაშავებული მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.