გემრიელი კერძები: ღორის შებოლილი ნეკნები ლუდის სოუსში შემწვარი ხახვით

გამოწერა

კულინარმა ნათია მონტგომერიმ  Sputnik-საქართველოს ღორის შებოლილი ნეკნებისათვის გემრიელი გარნირის მომზადების რეცეპტი გაუზიარა.

სველი მასის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ხორბლის ფქვილი 1/2 ჭიქა; სიმინდის ფქვილი 1/3 ჭიქა; ნივრის ფხვნილი 1 ჩ.კ. ან ნივრის 1 ც. დანაყული კბილი; პაპრიკა 2 ჩ.კ.; მარილი 1 ჩ.კ.; პილპილი 1 ჩ.კ.; ლუდი 400 გრ.

სველი მასის მომზადება: ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ლუდი, კიდევ მოურიეთ და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მშრალი მასის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა; პაპრიკა 4 ჩ.კ., ნივრის ფხვნილი 1 ჩ.კ., დაფქული წითელი მწარე წიწაკა 1/4  ჩ.კ.

მშრალი მასის მომზადება: ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

ხახვი დაჭერით 1 სმ სისქის რგოლებად. რგოლები დააცალკევეთ.

სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მაიონეზი 1/2½ ჭიქა;  კეტჩუპი 2 ჩ.კ.;  პირშუშხა (ხრენი) 2 ჩ.კ.; პაპრიკა 1/4 ¼ ჩ.კ.;   მარილი 1/4 ¼ ჩ.კ.;  ორეგანო 1/8 ჩ,კ, დაფქული წითელი  მწარე წიწაკა და შავი პილპილი.

სოუსის მომზადება: ღრმა წურჭელში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

ქვაბის 1/4 ჩაასხით კარგი ხარისხის ზეთი და გააცხელეთ. ხახვის რგოლები ჯერ ამოავლეთ სველ ლუდის მასაში, შემდეგ — მშრალში, ჩაყარეთ ზეთიან ქვაბში და შეწვით 2-3 წუთის განმავლობაში. ოქროსფრად რომ დაიბრაწება, ქვაბიდან ამოიღეთ.

ღორის ნეკნის მომზადება: უკვე შებოლილ ნეკნებს ზემოდან  წაუსვით პამიდვრის კეტჩუპი, შედგით გახურებულ ღუმელში, ზედა ცეცხლზე (200*C) 15-20 წუთით. ოქროსფრად რომ დაიბრაწება, უკვე მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0