თბილისის ცირკი 18 მილიონ დოლარად იყიდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცირკი
თბილისის ცირკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცირკის გარდა, იყიდება „ზარაფხანა“ და კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენცია

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ცირკის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია 18 მილიონ დოლარად იყიდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия კომპანია Colliers International Georgia-ს ბროკერ გიორგი შუკაკიძეზე დაყრდნობით.

1939 წელს აშენებული ცირკის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.

„გაყიდვის ღირებულება 18 მილიონი დოლარია და ჩვენ უკვე რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს“, — განაცხადა შუკაკიძემ. 

წარმოდგენა თბილისის ცირკში - Sputnik საქართველო
რუსეთისა და უკრაინის საცირკო დასები თბილისში წარმოდგენებს გამართავენ

განცხადებაში მითითებულია, რომ ობიექტის ფართობი 21 000 კვადრატულ მეტრს აღემატება. 

„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.მ. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული“, — ნათვამია ვებგვერდზე განთავსებულ აღწერილობაში.

Colliers International Georgia-ში ასევე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ფართი გამოდგება მრავალფუნქციური გამოყენებისთვის — პოტენციურ მყიდველებს სთავაზობენ იქ ოფისების, სასტუმროსა ან საკონცერტო დარბაზის მოწყობას.

შუკაკიძის თქმით, დარჩება თუ არა ცირკი ამ შენობაში, ამას მყიდველი გადაწყვეტს.

„დარჩება თუ არა ცირკი ამ შენობაში, ეს პოტენციურ მყიდველზეა დამოკიდებული. რამდენადაც ვიცი, ეს გაყიდვის პირობებში შედის“, — აღნიშნა შუკაკიძემ.

ცირკის შენობის გარდა, კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადებები კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციისა და საიუველირო ქარხანა „ზარაფხანას“ გაყიდვის შესახებ, რომელიც თავის დავალიანებებთან ერთად იყიდება. 

Colliers International — უმსხვილესი საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიაა, რომელიც საკუთარ მომსახურებას კომერციული უძრავი ქონების სფეროში სთავაზობს. Colliers International-ი მსოფლიოს 68 ქვეყნის ბაზარზე უამრავ არენდატორთან, დეველოპერთან და ინვესტორთან მუშაობს. ფირმა სთავაზობს სხვადასხვა სახის შენობებსა და ნაგებობებს, მათ შორის განსაკუთრებული დანიშნულების შენობებსაც.


ყველა ახალი ამბავი
0