საქართველოს მთავრობამ კატალონიის რეფერენდუმი დაგმო

© REUTERS / Ivan Alvaradoკატალონიის დამოუკიდებლობისთვის გამართული დემონსტრაციის მონაწილეები ბარსელონას ქუჩებში
კატალონიის დამოუკიდებლობისთვის გამართული დემონსტრაციის მონაწილეები ბარსელონას ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მცდელობას, აღადგინოს კანონიერება და კატალონიის ირგვლივ სიტუაცია მოქალაქეების უფლებების გათვალისწინებით დაარეგულიროს

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარასკევს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას, რომლის ავტორები არიან მემარცხენე რადიკალური პარტია „სახალხო ერთიანობის კანდიდატურა“ (CUP) და კოალიცია „ერთად კისთვის“, მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, კიდევ ორმა თავი შეიკავა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, თავის მხრივ, უკვე განაცხადა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო კატალონიაში კანონიერებას აღადგენს.

„საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად. საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით“, — ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მთლიანობას დაუჭირა მხარი

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთთან, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული.

მანამდე ესპანეთის ტერიტორიული ერთიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდნტმა გიორგი მარგველასვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართა. დამოუკიდებლობას ამომრჩეველთა 90,18%-მა დაუჭირა მხარი (43,03%-იანი გამოცხადების პირობებში). ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმს არ აღიარებს.

მარიანო რახოიმ კატალონიური მთავრობის (ჟენერალიტეტის) წევრები თანამდებობიდან გაათავისუფლა, ავტონომიის პარლამენტი გაიწვია და რიგგარეშე არჩევნები 21 დეკემბრისთვის დანიშნა. მანამდე ჟენერალიტეტის ხელმძღვანელის ფუნქციებს ვიცე-პრემიერი სორაია საიენს დე სანტამარია შეასრულებს, რომელსაც რახოიმ გადასცა უფლებამოსილებები, რომელიც საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული.


ყველა ახალი ამბავი
0