ცნობილი იაპონური კოლექტივი Sankai Juku თბილისში 29 ოქტომბერს წარდგება

CC BY 2.0 / Carlos de las Piedras / Sankai Jukuიაპონური საცეკვაო ანსამბლი Sankai Juku
იაპონური საცეკვაო ანსამბლი  Sankai Juku - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონელი მოცეკვავეები მაყურებელს შესთავაზებენ ქორეოგრაფიულ დადგმას „კუმკუატის მარცვალი"

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იაპონური საცეკვაო დასი Sankai Juku მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ქართული საერთაშორისო ფესტივალ Gift-ზე („საჩუქარი") კვირას, 29 ოქტონბერს წარდგება.

Sankai Juku – მსოფლიოში ცნობილი კოლექტივია, რომელიც ასრულებს „ბუტოს" (თანამედროვე იაპონური ცეკვის მიმდინარეობა). 1975 წელს უშიო ამაგაცუს მიერ დაარსებული საცეკვაო ანსამბლი მთელ მსოფლიოში გასტროლებზე დადის და „ბუტოში" მასტერ-კლასებს ატარებს. პროექტი იაპონიის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილედება.

იაპონური კოლექტივი სპექტაკლს „კუმკუატის მარცვალი" (The Kumquat Seed) მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თბილისის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20:00 საათზე წარმოადგენს. 

სპექტაკლი „კუმკუატის მარცვალი" (The Kumquat Seed) — პროტესტია ომის, კონფლიქტების, ნაციონალიზმის, დიქტატურისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ. წითელი წრე, რომელიც გამუდმებით ჩნდება სცენაზე, ასახავს იაპონიის დროშას და ამავე დროს განგაშის სიგნალის დროს ახალგაზრდა მეომრების განწყობას, რომლებიც მზად არიან საკუთარი სამშობლო დაიცვან.

საშა ვალცის სპექტაკლი Continu - Sputnik საქართველო
საშა ვალცი თბილისში: მომაჯადოებელი ფსიქოლოგიური ცეკვა

„მეორე ეპიზოდში ნახევრადშიშვლები, თითქოს გაცოცხლებული ბერძნული ქანდაკებები, შუქის დიაგონალებზე ცეკვავენ ისე, თითქოს შუქსა თუ რეალობას ებრძვიან. ელექტრონული მუსიკის მოტივებზე, ან განსაკუტრებული ბგერების ფონზე ისინი ზოგჯერ ანელებენ ტემპს და საკუთარ მაგიურ მოქმედებებს იმეორებენ, გადადიან სიჩუმიდან ხმაურში, საიდუმლოდან ჭეშმარიტებაში, სიბნელიდან ნათელში", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

იაპონურ შოუს აგვირგვინებს ფინალური ნოველა სახელწოდებით „ფარშავანგი". ზაფხულის ღამის სიჩუმეს დაარღვევს ფარშავანგის ყვირილი და ტრანსში მყოფი მოცეკვავეების მწყობრს დიდი ლამაზი ფრინველის გამოჩენა ახალისებს.

Gift-ი, რომელსაც წელს 20 წელი უსრულდება, 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება და რუსეთის, იაპონიის, ისრაელის, ევროპის ქვეყნების თეატრალური დასების სპექტაკლებს წარმოადგენს.

Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ "საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს Sputnik-საქართველოს ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში.

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები მასტერ-კლასები.

 

ყველა ახალი ამბავი
0