ალიბეგაშვილი ენის სახელმწოფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

© photo: Sputnik / Stringerშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენის სახელმწოფო დეპარტამენტის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხდა

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ენის სახელმწოფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

ენის სახელმწოფო დეპარტამენტი 1990-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, შემდეგ კი გაუქმდა. უწყების აღორძინების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.

„როგორც პრემიერის დავალებაშია მოცემული, უნდა შემუშავდეს დებულება, განისაზღვროს ყველა მიმართულება, ყველა ხაზი და ბუნებრივია, რომ ქალაქის წინაშე ვალდებული ვართ, შეძლებისდაგვარად დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე, აბრა იქნება ეს, თუ წარწერა“, — განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში აფხაზურ ენას დაიცავენ და განავითარებენ

მას ასევე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელწიფო პროგრამის შემუშავება მოუწევს.

პროფესიით ფილოლოგი გიორგი ალიბეგაშვილი 1959 წელს დაიბადა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მანამდე ის საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორი იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ალიბეგაშვილს, სავარაუდოდ, მისი მოადგილე გიორგი ტყემალაძე შეცვლის. 

21 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა 64 ქალაქისა და რაიონის მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩიეს. 


ყველა ახალი ამბავი
0