ზურაბ შავიშვილი Worldskills-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

© FB / Worldskills Georgiaზურაბ შავიშვილი
ზურაბ შავიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსზე აბუ-დაბიში ქართველი მონაწილე ზურაბ შავიშვილი სარესტორნო სერვისში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

კონკურსში, რომელიც 14-19 ოქტომბერს ჩატარდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საქართველოდან შვიდი წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე. პრესტიჟულ შეჯიბრებაში 22 წლამდე ასაკის 78 ქვეყნის პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებული 1300 კონკურსანტი მონაწილეობდა.

„შეჯიბრი იმდენად რთული იყო, რომ ბევრმა მონაწილემ სტრესს ვერ გაუძლო და კონკურსს მიმდინარეობის პროცესშივე გამოეთიშა. ჩვენმა ქვეყანამ კი, მიუხედავად მცირე წარმომადგენლობითი გუნდისა, ძალიან ღირსეულად შეასრულა ყველა დავალება, თითქმის იმ საერთაშორისო სტანდარტებს მივუახლოვდით, რაც ამ პლატფორმის მეშვეობით ინერგება. ეს კი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების საწინდარი გახდება“, — აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი. 

პროფესიული განათლების ფესტივალი - Sputnik საქართველო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს გუნდი შვიდ პროფესიაში იყო წარმოდგენილი: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.

კონკურსის ყველა ქართველი მონაწილე WorldSkills Georgia-ს ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებულია. ზემოაღნიშნულ პროფესიებში მათ პირველი ადგილები დაიკავეს.

გუნდ WorldSkills Georgia-ს კონკურსანტებმა და პედაგოგებმა საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური ტრენინგები გაიარეს. ქართველმა პედაგოგებმა წარმატებით გაიარეს პროგრამა Worldskills Access Programme, რის შემდეგაც მათ საერთაშორისო ექსპერტების სტატუსი მიენიჭათ, რაც მათ კონკურსანტების შეფასების უფლებას აძლევს.

მოძრაობა WorldSkills International (WSI) ესპანეთში 1947 წელს შეიქმნა, როდესაც კვალიფიციური კადრების დეფიციტი იყო. პირველი ჩემპიონატები სამუშაო პროფესიების პოპულარიზაციისა და მათი პრესტიჟის ამაღლების მიზნით ტარდებოდა. დღეს ის ახალი მაღალტექნოლოგიური წარმოების მსოფლიო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად კადრების მომზადების ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის პერიოდში WorldSkills-ს 77 ქვეყანა შეუერთდა. საქართველო მოძრაობაში სამი წლის წინ ჩაერთო.

ყველა ახალი ამბავი
0