თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმის შედეგების შეჩერება არ არის საკმარისი ზომა, აუცილებელია მისი სრულად გაუქმება, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ახლა [ერაყის ქურთისტანის ლიდერმა] ბარზანიმ უკან დაიხია. მაგრამ რეფერენდუმის შედეგების გაყინვა საკმარისი არ არის, აუცილებელია მათი სრულად გაუქმება. ჩვენ მეგობრულად ვუთხარით ბარზანის, რა შეიძლება მოჰყვეს უპასუხისმგებლო ქმედებას, ახლა კი იძულებულები ვართ, გარკვეულ ზომებს მივმართოთ. ერაყის ხელისუფლებასთან შევთანხმდით, რომ კონტროლქვეშ აიყვანონ საზღვრებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები და ახლა ისინი ამით არიან დაკავებული“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოთხშაბათს ერაყის ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ ერაყის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. ავტონომიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა,
ბაღდადსა და ერაყის ქურთისტანს შორის მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 სექტემბერს ქურთებმა დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატარეს. ოქტომბრის შუა რიცხვებში ერაყელმა ძალოვნებმა ოპერაცია დაიწყეს იმ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნების მიზნით, რომლებიც ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს აქვთ დაკავებული.