ცნობილია ქურთისტანის დამოკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის პირველი შედეგები

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშირეფერენდუმი ერაყის ქურთისტანში
რეფერენდუმი ერაყის ქურთისტანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერაყის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სამსახურებიდან გაათავისუფლოს რეფერენდუმში მონაწილე ყველა ქურთი ჩინოვნიკი.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ერაყის ქურთისტანში ჩატარებულ რეფერენდუმში, რომელიც ქურთისტანის დამოუკიდებლობის თაობაზე გაიმართა, მოსახლეობის 93%-მა მხარი დაუჭირა ავტონომიის დამოუკიდებლობას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რეფერენდუმში დაახლოებით 3,3 მლნ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„ამ დროისათვის ხმების დათვლა გრძელდება. უკვე დათვლილია ხმათა დაახლოებით 9%. დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა 93,29%-მა, წინააღმდეგია 6,71%“, — განაცხადა რეფერენდუმის საკითხებში უმაღლესი კომისიის წარმომადგენელმა.

ოფიციალური მონაცემები ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ერაყის ყველა მოქალაქეს,  რომლებიც ქურთისტანში და ასევე მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქურთულ ტერიტორიებზე არიან რეგისტრირებულები.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბაღდადი და ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც. ირანმა და თურქეთმა ერაყის ქურთისტანის საზღვართან წუხელ სამხედრო სწავლებები დაიწყეს. გარდა ამისა, ირანმა საკუთარი საჰაერო სივრცე გადაუკეტა ავტონომიას.

ერაყის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სამსახურებიდან გაათავისუფლოს რეფერენდუმში მონაწილე ყველა ქურთი ჩინოვნიკი. გარდა ამისა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უცხოეთის სახელმწიფოებს დაუგზავნა მოთხოვნა, რომ სანავთობე გარიგებები მხოლოდ ბაღდადთან აწარმოონ.

შეგახსენებთ: ერაყის ქურთისტანი გახლავთ არაოფიციალური სახელწოდება ერაყის ჩრდილოეთ ავტონომიისა, რომელიც კონსტიტუციაში იურიდიულად დაფიქსირებული ფართო ავტონომიის უფლებებით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0