დიდი თეატრის ვარსკვლავები თბილისში სპექტაკლ „ლაურენსიაში" იცეკვებენ

© photo: Sputnik / Denis Aslanovთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მაკეტი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მაკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მარია ალექსანდროვა და ვლადისლავ ლანტრატოვი გამოვლენ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვის დიდი თეატრის ვარსკვლავები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ბალეტ „ლაურენსიაში“ 28 ოქტომბერს გამოვლენ. მუსიკის ავტორია ალექსანდრ კრეინი, ქორეოგრაფი — ვახტანგ ჭაბუკიანი.

„ლაურენსია" ორმოქმედებიანი ბალეტია ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროს" („ფუენტე ოვეხუნა") მიხედვით. ლიბრეტო, ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ეკუთვნის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს.

ვახტანგ ჭაბუკიანი - Sputnik საქართველო
თბილისი ჭაბუკიანის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ლაურენსიას პარტიას შეასრულებს დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა, რუსეთის სახალხო არტისტი მარია ალექსანდროვა, ფრონდოსოს პარტიას — დიდი თეატრის პრემიერი, ცნობილი მოცეკვავე ვალერი ლანტრატოვის ვაჟი ვლადისლავ ლანტრატოვი.

დადგმაზე მუშაობდნენ ქორეოგრაფები ლილიანა მითაიშვილი, ირინე ჯანდიერი, ასისტენტი ეკატერინე შავლიშვილი, დამდგმელი მხატვარი დავით მონავარდისაშვილი, დირიჟორი ზაზა კალმახელიძე, კოსტიუმების მხატვარი ალექსანდრე ვასილიევი, განათების მხატვარი ჯო რიდი.

სპექტაკლში მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი.

ბალეტ „ლაურენსიას" პრემიერა რუსეთში 1939 წლის 22 მარტს ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. დადგმის ბალეტმაისტერი იყო ვახტანგ ჭაბუკიანი, დეკორაციებისა და კოსტიუმების მხატვარი — სოლომონ ვირსალაძე. მთავარი პარტიები შეასრულეს ვახტანგ ჭაბუკიანმა და ნატალია დუდინსკაიამ.

ჭაბუკიანმა ბალეტი საქართველოში 1948 წელს დადგა. ლეგენდარული მოცეკვავის პარტნიორი იყო ვერა წიგნაძე. ის თეატრის სცენაზე არაერთხელ აღადგინეს. ბოლოს ეს ნინო ანანიაშვილის ინიციატივით 2007 წელს მოხდა.

წარმოდგენა დაიწყება 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ონლაინ, ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0