საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას აპირებს

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,5%-მდე გააუმჯობესა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანი რყევების არარსებობის პირობებში, გადაწყვიტა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის შემცირება ნეიტრალური დონის მიღწევამდე, აღნიშნულია ეროვნული ბანკის მასალებში.

მანამდე ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 7%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლოს განაკვეთი მიმდინარე წლის მაისში შეიცვალა, როცა ის მაშინ არსებული 6,5%-დან გაზარდეს.

2018 წლის დასაწყისში ინფლაცია უნდა შემცირდეს

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,2% შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალში ინფლაციის დონე პროგნოზზე რამდენადმე დაბალი იყო. მიმდინარე პროგნოზის თანახმად, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ დონეზე მაღლა დარჩება, მაშინ, როცა 2018 წლის დასაწყისში, როგორც კი დროებითი ფაქტორები აღარ იქნება, ინფლაცია მიუახლოვდება მიზნობრივ დონეს — 3%-ს. ამავე დროს, ბოლო დროს ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და, შესაბამისად, ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას არ ახდენს.

გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს

„მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, შიდა მოთხოვნა და, ზოგადად, ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის", — აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე არ შეცვალოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.

2017 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-მდე გაზარდა. წინასწარი შეფასებებით, საქართველოს ეკონომიკა პირველ რვა თვეში 4,7%-ით გაიზარდა.

ეკონომიკური აქტივობის წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებამ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ამ ეტაპზეც შენარჩუნებულია. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან. კვლავ იზრდება ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა საგარეო შოკამდე არსებულ დონეს ის ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტი.

საგარეო მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს როგორც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაჯანსაღება, ასევე კონკურენტული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი. ყოველივე ეს აისახება საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში.

ყველა ახალი ამბავი
0