საქართველოში რუმინული კომპანიის Blue Air Airline თვითმფრინავები იფრენს

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaავიაკომპანია Blue Air Airline-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Blue Air Airline-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუმინული კომპანია Blue Air Airline-ის მიერ საქართველოში რეისების დანიშვნის აუცილებლობაში რუმინეთის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომლებიც მანამდე საქართველოში ჩამოვიდნენ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუმინული საბიუჯეტო ავიაკომპანია Blue Air Airline პირველ ჩარტერულ რეისებს საქართველოში 2018 წლის 3 და 10 თებერვალს შეასრულებს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თვითმფრინავი Airbus-320 - Sputnik საქართველო
Salam Air ქართულ ავიაბაზარზე 2018 წლის ზაფხულში შემოვა

გადაწყვეტილება რუმინული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. ვიზიტი რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და ორ ქვეყნას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად. ვიზიტის დროს რუმინელი ტურ-ოპერატორები ადგილზე გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, განხილული იყო პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.

სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებმა, როგორც ახალმა ალტერნატივამ ევროპელი ტურისტებისთვის. საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში რუმინულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, დანიშნოს რეგულარული რეისები.

ყველა ახალი ამბავი
0