Salam Air ქართულ ავიაბაზარზე 2018 წლის ზაფხულში შემოვა

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი Airbus-320
თვითმფრინავი Airbus-320 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაგადამზიდავების გამოჩენა.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ომანის წამყვანი ავიაგადამზიდავის შვილობილი კომპანია Salam Air 2018 წლის ივნისიდან დაიწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას მარშრუტით მასკატი-თბილისი-მასკატი, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ომანის მხარესთან აქტიური თანამშრომლობისა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ქართულ ავიაბაზარზე შემოდის კომპანია Salam Air, რომელიც სასულთნოს წამყვანი ავიაგადამზიდავის — Oman Air-ის შვილობილი კომპანიაა. შეხვედრებზე მხარეებმა ასევე დაგეგმეს თბილისში ავიაკომპანიის წარმომადგენლობის გახსნა და ინვესტიციების განხორციელება.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლა კვირაში სამჯერ განხორციელდება

„აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Salam Air-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გადაწყვეტილება მიიღეს ომანში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით საუდის არაბეთის სამეფოში) გიორგი ჯანჯღავას მიერ სასულთნოს დედაქალაქ მასკატში Oman Air-ისა და Salam Air-ის აღმასრულებელ დირექტორებთან და ბორდის წევრებთან გამართული შეხვედრის დროს. ასევე გაიმართა კონსულტაციები ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც იმსჯელეს საქართველოსა და სასულთნოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. დოკუმენტზე ხელმოწერა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0