საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლა კვირაში სამჯერ განხორციელდება

© photo: Sputnikაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Wataniya Airways-ი ფრენებს სამშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Wataniya Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე.

ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია Wataniya Airways-ი  ფრენებს ელ-ქუვეითიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ — სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს. 

Wataniya Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში ორჯერ სრულდებოდა.  

Kuwait Wataniya Airways - Sputnik საქართველო
ელ-ქუვეითი-თბილისი: Wataniya Airways საქართველოში იფრენს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე თვეში მიენიჭა.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი, მათ შორის, ქუვეითიდან.

2016 წელს საქართველოს 5200 ქუვეითის მოქალაქე ეწვია. 2016 წელს საქართველოს სულ 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში — დაახლოებით 3 მილიონი.

ყველა ახალი ამბავი
0