ელ-ქუვეითი-თბილისი: Wataniya Airways საქართველოში იფრენს

გამოწერა
ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-ი ქართულ ავიაბაზარზე შემოდის.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-ი 11 ივლისიდან ელ-ქუვეით-თბილისი-ელ-ქუვეითის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

ფრენები Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ჰომალდებით კვირაში სამჯერ განხორცილედება — ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Kuwait Wataniya Airways-ი რეგულარული რეისების შესრულებას 11 ივლისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პარასკევს გასცა.

თვითმფრინავი Gulf Air - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ბაჰრეინს პირდაპირი ავიამიმოსვლა დააკავშირებს

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი, მათ შორის, ქუვეითიდან.

ზაფხულში ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარის რეგიონზე მოდის, რადგანაც მათთვის ბათუმი დასასვენებლად ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, მათგან 1,4 მილიონი ადამიანი აჭარას სტუმრობდა. 2016 წელს საქართველოს 5200-ზე მეტი ქუვეითის მოქალაქე სტუმრობდა, რაც 72%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0