ობიექტურია თუ არა მასმედია აშშ-ში: მოსახლეობისა და ექსპერტის მოსაზრება

© AFP 2024 / Eduardo Munoz Alvarezმანჰეტენი, ნიუ-იორკი
მანჰეტენი, ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ, აშშ-ში გამოკითხვის შედეგების კომენტარისას, მასმედიის ობიექტურობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად დაასახელა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik. მნენიას" გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მასმედია პოლიტიკოსებისა და მსხვილი ბიზნესის აზრს გამოხატავს.

სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მოსაზრებას ემხრობა რესპონდენტების 59%. თუ ამ მონაცემებს 2015 წლის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ასეთი რესპონდენტების წილი გაზრდილია. მაშინ ამ მოსაზრებას იზიარებდა გამოკითხულთა მხოლოდ 53%.

ამასთან, რესპონდენტების 27% მიიჩნევს, რომ მთლიანობაში მასმედია მიუკერძოებლად აშუქებს საერთაშორისო და ნაციონალურ ამბებს. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში არ შეცვლილა — 2015 წელს ამ მოსაზრებას რესპონდენტების 26% უჭერდა მხარს.

საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
ვინ ახდენს გავლენას არჩევნებზე სხვადასხვა ქვეყანაში – ევროპელების მოსაზრება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება გაიყო რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მასმედიას არ ენდობა დემოკრატების 44%, მაშინ, როდესაც რესპუბლიკელების წილი, რომლებისთვისაც მასმედია ტენდენციურია, 78%-ია. შესაბამისად, მასმედიას არ ენდობა იმათი 38%, რომლებმაც ხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰოლარი კლინტონს მისცეს, ხოლო დონალდ ტრამპის მომხრეთა 75%.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გამოკითხულთა 14%-ს.

ექსპერტის მოსაზრება

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია მიიჩნევს, რომ გამოკითხვის შედეგები მთლიანობაში ასახავს ამერიკელების დამოკიდებულებას პრესისადმი.

„მსხვილი ამერიკული მასმედიის უკან ესა თუ ის ფინანსური წარმონაქმნები დგას, რომლებიც ასე თუ ისე ქმნიან ამინდს არა მარტო ამერიკაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკა — ეს არის ქვეყანა, სადაც კონცენტრირებულია მსოფლიო და ფინანსური ძლიერება. ამიტომ მათი ყურადღება მასმედიისადმი საკმაოდ მაღალია, რამდენადაც საკუთარი იდეოლოგიის, საკუთარი ცხოვრების არსის, საკუთარი ფინანსური ამბიციების, საკუთარი ფინანსური მისწრაფებების და, ასე ვთქვათ, საკუთარი ფინანსური ინტერვენციის პროპაგანდას ისინი ხშირად სწორედ მასმედიის საშუალებით ახორციელებენ", — განაცხადა ნაჭყებიამ.

მასმედიის ობიექტურობის პრობლემა წარმოადგენს მთლიანად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხს.

„არსებობს თუ არა აბსოლუტურად დამოუკიდებელი მასმედია? ეს რიტორიკული კითხვაა. ასე თუ ისე ყველაზე ობიექტური მასმედია გარკვეული ინტერესების კონგლომერატს წარმოადგენს. და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ყველაზე ობიექტური დღეს შეიძლება იყვნენ ინდივიდუალური ბლოგერები, რომლებსაც საკუთარი ბლოგები აქვთ. ვფიქრობ, დღევანდელი მასმედიისგან ისინი ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ საინფორმაციო პოლიტიკას ინდივიდუალურად მართავენ", — აღნიშნა ნაჭყებიამ.

გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით 20-27 სექტემბრის პერიოდში ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 802-მა რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობის სქესის, ასაკის, გეოგრაფიის გათვალისწინებით მოხდა. ცდომილება +/- 3,1%–ია, ხოლო მონაცემების სანდოობა – 95%.

ყველა ახალი ამბავი
0