მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ენის კურსები გაიხსნა

© photo: Sputnik / Tabyldy Kadyrbekovკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცადინეობა ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული სათვისტომო აღნიშნული სასწავლებლის ყველა მსურველ სტუდენტს ქართულ ენას შეასწავლის, ნათქვამია რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებგვერდზე.

კურსებს წაიყვანს რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს აქტივისტი, მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე გიორგი ნონიკაშვილი და სოფო ბერიძე.

მეცადინეობა 26 ოქტომბერს დაიწყო და ყოველ ხუთშაბათს 18:00-19:30 საათზე ჩატარდება. 

ქართული დიასპორა ლონდონში - Sputnik საქართველო
ქართული დიასპორა: საქართველოს საგარეო უწყებამ სამომავლო გეგმები გაახმოვანა

მანამდე ქართული ენისა და კალიგრაფიის მასტერ-კლასები, ასევე საქართველოს ისტორიის ლექციები ჩატარდა პლეხანოვის სახელობის რუსულ ეკონომიკურ უნივერსიტეტში, რუსულ სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, "ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში". ქართული ენის შემსწავლელი კურსები უფასოა.

მანამდე რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრესმდივანმა, ანდრო ივანოვმა "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ქართული ენის შესწავლაზე დიდი მოთხოვნაა. მსურველებს შორის, ქართველების გარდა, არიან რუსები, სომხები, აზერბაიჯანლები.

ყველა ახალი ამბავი
0