თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ სოხუმთან 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:24 საათზე სოხუმიდან დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით, სოფელ კელასურთან დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ქვეყანაში მოხდა, რაჭის 1991 წლის 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.