თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კახეთში გუშინ 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:43 საათზე დედოფლისწყაროდან 33 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ზემო ხალაწანთან დაფიქსირდა.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. არც დაშავებულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
სექტემბერის თვეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა საქართველოში. მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ გამარჯვებიდან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ქვეყანაში მოხდა, რაჭის 1991 წლის 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.