თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კახეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე.
მიწისქვეშა ბიძგები 10:36 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კმ-ში მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.