თბილისში სამედიცინო ტექნიკის გამოფენა მიმდინარეობს

© FB / Ministry Of Labour, Health&Social Affairs Of Georgiaსამედიცინო ტექნიკა და აღჭურვილობა თბილისის სამედიცინო ფორუმზე 2017
სამედიცინო ტექნიკა და აღჭურვილობა თბილისის სამედიცინო ფორუმზე 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაში 12 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 26 ოქტომბერს "თბილისის ჯანდაცვის ფორუმი" (TBILISI HEALTH FORUM 2017) გაიხსნა, რომელიც 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

გამოფენა გახსნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.

წელს ღონისძიებაზე 12 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე ესთეტიკური მედიცინისა და სტომატოლოგიის სფეროს ბოლო მიღწევები. 

სხივური თერაპიის ცენტრი - Sputnik საქართველო
თბილისში სხივური თერაპიის ცენტრი გაიხსნა

საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 27 ოქტომბერს გაიმართება "დენტალ თბილისი 2017" (Tbilisi Dental Show), რომელსაც საქართველოს სტომატოლოგების ასოციაცია ჩაატარებს. ღონისძიებაზე გამოვლენ უცხოელი სპეციალისტები იტალიიდან, ლივანიდან, საქართველოდან, ასვევ სტომატოლოგების მსოფლიო ფედერაციის (FDI) წარმომადგენლები.

ამავე დღეს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება წარადგენს პროექტს "სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი, მუშაობა ახალგაზრდა სპეციალისტებთან".

26-28 ოქტომბერს ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს გინეკოლოგის, პროფესორ არსენ გვენეტაძის გამოფენა "შეუძლებელი არაფერია".

"თბილისის ჯანდაცვის ფორუმი" ExpoGeorgia-ზე სამი გამოგენა მიმდინარეობს: Caucasus Healthcare — სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა, Tbilisi Beauty – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა და Tbilisi Dental Show – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.

ყველა ახალი ამბავი
0