თბილისში Fiestalonia Georgia 2017 იმართება

© FB / Tbilisi State Conservatoireთბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისა და მომღერლების კონკურსი გაიმართება

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რიგით მეორე საერთაშორისო მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ფესტივალში Fiestalonia Georgia 2017 იმართება — თბილისში სხვადასხვა ქვეყნის ასობით ბავშვი და მოზარდი შეიკრიბა.

კონკურსის ორგანიზატორია ესპანური მოძრაობა Fiestalonia Milenio. კონკურსი ასევე თბილისის მერიის, CID UNESCO-ს და საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით ტარდება.

საფესტივალო მოძრაობას Fiestalonia Milenio ესპანეთში 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო ფესტივალ-კონკურესების გამართვა 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო.

„იდეალები, რომლებზეც დგას Fiestalonia, გვარწმუნებს შემოქმედებითი ადამიანების ერთიანობის ძალაში. ისინი მიიღებენ მონაწილეობას მთელი რეგიონისათვის მნიშვნელოვან მოვლენაში, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის წარმომადგენლები შეხვდებიან, რათა ერთმანეთს გული გადაუშალონ, მუსიკის, ცეკვისა და სიმღერის საშუალებით მეგობრობასა და მშვიდობიან ერთიანობას საფუძველი ჩაუყარონ", — ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე.

ფესტივალის ნომინაციებს შორისაა — ინსტრუმენტული მუსიკა (სოლისტი, ანსამბლი, ორკესტრი), საგუნდო ხელოვნება, ვოკალი (ანსამბლი, სოლისტი, დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი) და ქორეოგრაფია (კოლექტივები და სოლისტები). მონაწილეთა ასაკი — შვიდი წლის ზემოთ. 

გრიგოლ ყიფშიძე X-factor-ზე - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2017: საქართველო წარდგება სიმღერით „გულის ხმა“

კონკურს Fiestalonia Georgia-ს ჟიურის შემადგენლობაში არიან ცნობილი არტისტები, პედაგოგები და პროდიუსერები. ჟიურის წევრები მის მონაწილეებს შეაფასებენ რეპერტუარის სირთულის, პროფესიონალიზმის, ვირტუოზულობის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნიკის, ასევე არტისტიზმისა და შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის მიხედვით.

ფესტივალზე დაგეგმილია ორი დღის მანძილზე მონაწილეთა საკონკურსო გამოსვლები, ქართულ მრავალხმიანობასა და ხალხურ ცეკვაში მასტერ-კლასები წამყვანი ქართველი ექსპერტებისგან, ვიდეოკლიპის გადაღება ფესტივალის ყველა მონაწილის ჩართულობით და დასკვნითი გალა-კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ფესტივალის ყველაზე გამორჩეული ნომრები.

სპეციალურად Fiestalonia Georgia-ს მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ექსკურსიები თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე. სტუმრები ნახავენ ნარიყალას, ანჩისხატის ეკლესიას, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის მოედანს, ასევე მცხეთასა და ჯვრის მონასტერს.

ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდება პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის ლაურეატები, რომლებიც სპილენძის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

ასევე გამოცხადდება ფესტივალის გრანპრის მფლობელები, რომლებიც ფესტივალის პლატინის დიპლომსა და ჩემპიონთა საფირმო თასს მიიღებენ.

გარდა ამისა ფესტივალზე დაწესებულია Fiestalonia Milenio-ს პრეზიდენტის სპეციალური პრემია — იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ფესტივალებში უფასო მონაწილეობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0