საბავშვო ევროვიზიის 2018 წლის მონაწილეს საქართველოდან სატელევიზიო კონკურსზე შეარჩევენ

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoმზადება საბავშვო ევროვიზიისთვის
მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურს-შოუ „რანინას" გამარჯვებული მინსკში საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ გამოაცხადა ახალი საბავშვო კონკურს-შოუს „რანინას" დაწყების შესახებ, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე ბავშვებს. შერჩევა უკვე ჩატარდა ოქტომბრის შუა რიცხვებში.

გრიგოლ ყიფშიძე X-factor-ზე - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2017: საქართველო წარდგება სიმღერით „გულის ხმა“

სიმღერის კონკურს „რანინას" ფარგლებში ბავშვები სამი თვის განმავლობაში დიდ სცენაზე ცოცხლად იმღერებენ ორკესტრის, მუსიკალური ბენდის თანხლებით ან პოპულარულ საესტრადო მომღერალთან დუეტში.

„საქართველოში მრავალი წელია ბავშვებისთვის მუსიკალური კონკურსი არ ჩატარებულა, და გადავწყვიტეთ დავიწყოთ კონკურსი პირველ არხზე. ვფიქრობ, რომ ეს ბევრ ნიჭიერ ბავშვს მისცემს საშუალებას, გამოავლინოს თავისი ვოკალური შესაძლებლობები", — განუცხადა პირველ არხს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსმა ლანა ქუთათელაძემ.

მეთხუთმეტე ყოველწლიური საბავშვო კონკურსი ევროვიზია თბილისში 2017 წლის 26 ნოემბერს გაიმართება. შემდეგ წელს ის მინსკში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0