გამოწვევები და მეგობრობა: რა განიხილა კობახიძემ ისრაელში

© FB / / Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძის ვიზიტი ისრაელში
ირაკლი კობახიძის ვიზიტი ისრაელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელში კავშირების განმტკიცების მიზნით გაემგზავრა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პირველ პირებთან შეხვედრები გამართა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელში 24 ოქტომბერს გაემგზავრა. ვიზიტის მიზანია — ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და განმტკიცება, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

© FB / / Irakli Kobakhidzeსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი
Глава парламента Грузии Ираклий Кобахидзе и президент Израиля Реувен Ривлин - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი

„ჩვენ გვაკავშირებს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი კარგი ურთიერთობები, ჩვენ გვაკავშირებს საუკუნოვანი ურთიერთობა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება", — განაცხადა კობახიძემ ვიზიტის შედეგების შეჯამებისას. 

ნილს სკოტი - Sputnik საქართველო
სკოტი: საქართველო გაეროს ერთ-ერთი ძვირფასი წევრია

მისი თქმით, თანამშრომლობა გაღრმავდა ეკონომიკის, ტურიზმის, ინოვაციების განვითარების კუთხით.

კობახიძისა და ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და მჭიდრო მეგობრობაზე და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარებას, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

რივლინის თქმით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე შეფასებით, საქართველო საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა გლობალური უსაფრთხოების საკითხებში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები ქნესეთის თავმჯდომარესთან, იული იოელ ედელშტეინთან. შეხვედრა ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ გაიმართა. 

© FB / Irakli Kobakhidzeქნესეთის თავმჯდომარე, იული იოელ ედელშტეინი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
Председатель Кнессета Израиля Юлий Эдельштейн и глава парламента Грузии Ираклий Кобахидзе  - Sputnik საქართველო
ქნესეთის თავმჯდომარე, იული იოელ ედელშტეინი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ხალხებს შორის 26 საუკუნოვანი, ისტორიული კავშირით და სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ მოტივაციას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. არის ბევრი სფერო, სადაც თანამშრომლობის გაძლიერება შეგვიძლია და უკვე არსებობს მრავალი მიმართულება, სადაც უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ", — განაცხადა კობახიძემ. 

გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ისრაელში ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2017 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისრაელში ძალიან ნაყოფიერი იყო.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძლიერი და სტაბილურია. ჩვენი როლია არა იმაზე საუბარი, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო, არამედ საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება დამატებით გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს", — განაცხადა ედელშტეინმა.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე ქნესეთის ოპოზიციის ლიდერს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ამის შემდეგ ქვეყნები ბევრ სფეროში სხვადასხვა ფორმატში აქტიურად თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 9,2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0