ელისაშვილმა საკუთარი პარტიის შექმნა განიზრახა

© Sputnik / Alexander Imedashviliალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ ვის ხილვას მოისურვებდა თავის მომავალ პარტიაში.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი პარტიის შექმნა გადაწყვიტა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. მიღებული ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა ალექსანდრე ელისაშვილი.

„მე პოლიტიკაში ვარ და სანამ ჯანი და ენერგია მაქვს, ვიქნები. პარტიის შექმნაზე ვფიქრობ, ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან არანაირ ურთიერთობას არ ვგეგმავ. პარტიის შექმნას ვფიქრობ ჩემ თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც არიან კეთილსინდისიერნი და პროფესიონალები. მაგრამ ეს ცოტა ადრეა", — განაცხადა ელისაშვილმა ბრიფინგზე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მსვლელობაზე თბილისში - Sputnik საქართველო
„პატრიოტებმა“ ენმ-ის ბოიკოტს მხარი არ დაუჭირეს: წინ მეორე ტურია

ელისაშვილმა, რომელმაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საკრებულოს დეპუტატის თანამდებობა დატოვა, მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა გამორიცხა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან" შემოთავაზება არ მიუღია და არც აპირებს მიღებას.

„ნურც შეწუხდებიან, ნუ შემომთავაზებენ. „ქართულ ოცნებაში" თანამდებობა რომ მდომებოდა, აქამდე ვიქნებოდი. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" მმართველობა კიდევ ოთხი წლის განმავლობაში ქალაქისთვის უზარმაზარი პრობლემა იქნება… ვაპირებ ბრძოლას ამ ქალაქისთვის და მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდას", — აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილი პროფესიით პოლიტოლოგია. 10 წლის განმავლობაში ის სხვადასხვა ტელეარხზე ჟურნალისტად მუშაობდა.

ალექსანდრე ელისაშვილი 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა.

2014 წელს ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ჟურნალისტიკაშიც დაბრუნდა და ტელეარხ „იბერიაზე" თბილისის შესახებ გადაცემა მიჰყავდა.

ჟურნალისტიკის გარდა, ელისაშვილი საზოგადოებრივი საქმიანობითაც იყო დაკავებული. 2006 წელს მან დაარსა ორგანიზაცია „თბილისზე მზრუნველი", რომელსაც მუნიციპალური ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია.

ყველა ახალი ამბავი
0