თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის" რვა აღსაზრდელი გაემგზავრა მოსკოვში ობოლ ბავშვთა ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირზე „მომავალი დამოკიდებულია შენზე", განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ასოციაციის თბილისის პროგრამის უფროსმა პედაგოგმა ნიკო მიქელაძემ.
ტურნირი 26-27 ოქტომბერს გაიმართება. მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ 12-დან 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგნების გუნდები 10 ქვეყნიდან: ბრაზილიიდან, საქართველოდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, მავრიკიიდან, პაკისტანიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან. ტურნირი პირველად ტარდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გამგზავრების წინ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საფეხბურთო ეკიპირება გადასცა.
მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირს საქველმოქმედო ფონდი „ფეხბურთი — ბავშვებს" ატარებს. მისი მიზანია — ბავშვებისთვის სოციალური დახმარების აღმოჩენა საქველმოქედო საქმიანობაში მოქალაქეების, ბიზნესისა და არაკომერციულოი ორგანიზაციების ჩართვის გზით.
„დღეს ჩვენი ბავშვები გავაცილეთ მოსკოვში ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. ამ ბავშვების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სპორტის სამინისტრომ, პირადად ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ის ყოველთვის გვეხმარებოდა ინვენტარით, ეკიპირებით, დაგვეხმარა ფეხბურთის ფედერაციაც, ბატონი ლევან კობიაშვილი, ასევე ორგანიზაცია "ახალგაზრდული მოძრაობა — ნათელი და ჯანსაღი მომავლისათის", კერძოდ მისი დირექტორი ბატონი ნიკა კაპანაძე. ეს მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ", — განაცხადა მიქელაძემ.
საერთაშორისო ეტაპი სატესტო გამოცდა იქნება ობოლ ბავშვთა შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატამდე "მომავალი დამოკიდებულია შენზე", რომელიც მოსკოვში 2018 წლის მაისში, მსოფლიო ჩემოიონატის წინ გაიმართება და 20 ქვეყნიდან 24 გუნდს შეკრებს.
რაც შეეხება ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს", ის შედის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაში SOS Children's Villages Inetrnational, რომელსაც ეროვნული ასოციაციები 133 ქვეყანაში ჰყავს.
ორგანიზაციის მიზანია — მშობლის მზრუნველობას მოკლებული ან ოჯახის დაკარგვის საფრთხის მქონე ბავშვების დაცვა, დახმარება, ინტეგრაცია და სოციალიზაცია.
საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ორგანიზაცია 1989 წლიდან ფუნქციონირებს.