სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი განჯიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი და საქართველოს მცხოვრები 2 ათასი აშშ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან და საქართველოს მცხოვრები. მათ გამოძალვა ედებათ ბრალად, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინფორმაცია წულუკიძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შესახებ ორშაბათ საღამოს გავრცელდა, თუმცა მაშინ შსს-მ მომხდარის დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. ცნობილი იყო მხოლოდ, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
„კანონიერი ქურდი" გელა ჯოჯუა კიევში მეორედ დააკავეს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა", — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ ასევე გაავრცელა ოპერატიული ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი ბოროტმოქმედი დაზარალებულს თავს წარუდგენს მეტსახელით — Малыш крытный განჯიდან, „ქურდების დიდი ოჯახის შვილი". ბრალდებული ამბობს, რომ საქართველოში ის „ქურდებმა" გამოგზავნეს და ფული მას უნდა გადასცეს.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ბრალდებულს ოფიციალურ ბრალს სამშაბათს წარუდგენენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „გამოძალვა პირთა ჯგუფის მიერ", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0