თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კიევში წელს უკვე მეორედ დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ჯოჯუა, მეტსახელად „ტბილისსკი". ის გაზაფხულზე ერთხელ უკვე გააძევეს რუსეთში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კიევის პოლიციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დაბადებული 51 წლის „კანონიერი ქურდი" გელა ჯოჯუა 2017 წლის გაზაფხულზე კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ის უკრაინაში ავტომობილების ქურდებს „მფარველობდა". მაშინ მიგრაციულმა სამსახურმა ის რუსეთში იძულებით დააბრუნა. ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ „ტბილისსკი" კვლავ კიევშია.
"პოლიციის თანამშრომლები ადგენენ, როგორ და რა დოკუმენტებით შემოვიდა მამაკაცი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ახლა… დგას მისი უკრაინის საზღვრებს გარეთ გაძევების საკითხი", — განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.
კრიმინალური ავტორიტეტის გელა ჯოჯუას „კანონიერ ქურდად" „მონათვლა" 1996 წელს მოხდა.