კიევში „კანონიერი ქურდი“ “გელა ტბილისსკი“ დააკავეს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის წყდება „გელა ტბილისსკის“ რუსეთის ფედერაციაში გაძევების საკითხი, უკრაინაში 3 წლის მანძილზე შესვლის აკრძალვით.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა, კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს თბილისში დაბადებული 51 წლის „კანონიერი ქურდი“ გელა ჯოჯუა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია „გელა ტბილისსკის“ მეტსახელით, იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდი.

უწყების მონაცემებით, გელა ჯოჯუა ერთი წელია კიევში იმყოფება. ამ დროის მანძილზე, მან ორგანიზება გაუკეთა რამდენიმე დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლებიც მანქანებიდან ქურდობითა და მათი გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. 

ჯოჯუა რუსეთის მოქალაქეა. 

კრიმინალური ავტორიტეტის „კანონიერ ქურდად“ „მონათვლა“ 1996 წელს მოხდა. 


ყველა ახალი ამბავი
0