საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში 35 ბინის გაქურდვისთვის დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავებული ხელბორკილებით
დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის პოლიცია ოთხი თვე იძიებდა საქმეს, სანამ საქართველოს ხუთ მოქალაქეს დააკავებდა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს დახმარებით, ქვეყნის პოლიციამ 35 ბინიდან ნივთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი განჯიდან

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები, რომელთაგან ერთ-ერთი „კანონიერი ქურდია", მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას გასაქურდი ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

აღნიშნულ საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0