სააკაშვილს უკრაინაში ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის უმაღლესი რადის სხდომა
უკრაინის უმაღლესი რადის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც სააკაშვილის ექსტრადიციას ეწინააღმდეგება, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის მიგრაციულმა სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, იუწყება РИА Новости Украина ქვეყნის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ახლა კიევს აქვს უფლება ქვეყნიდან სააკაშვილის ექსტრადირება ან დეპორტირება განახორციელოს. 

იური ლუცენკო - Sputnik საქართველო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის თანამებრძოლები გადატრიალებას გეგმავენ

„თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს: თუ მანამდე ვაცხადებდი, რომ სააკაშვილს აქვს სტატუსი, რომელიც მის დეპორტირებას ან ექსტრადირებას შეუძლებელს ხდის, ახლა სახელმწიფო მიგრაციულმა სამსახურმა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მას უარი უთხრა… და ამასთან დაკავშირებით ბატონ სააკაშვილს სასამართლოში არ მიუმართავს. ახლა მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სპეციალური გარემოება, რომელიც მის დეპორტაციასა ან ექსტრადირებას შეუძლებელს გახდიდა, და მიგრაციულმა სამსახურმა ამის შესახებ იცის", — განუცხადა ჟურნალისტებს გენერალურმა პროკურორმა სამშაბათს, ტრანსლაციას ტელეარხი "112 უკრაინა" ახორციელებდა.

ლუცენკომ სააკაშვილი ასევე დაადანაშაულა იმაში, რომ „მან წითელი ხაზი გადაკვეთა", აწყობს პროვოკაციებს „ძალაუფლების ხელჩი ჩაგდების მიზნით", და მონაცემები ამის შესახებ გამოძიებას გააჩნია. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის მომხრეები უკრაინიდან საქართველოში დააბრუნეს

თავის მხრივ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მას ძალისმიერი გადატრიალება სურს მოახდინოს, ამ შემთხვევაში ბრალდება ოფიციალურად წაუყენონ.

„ისინი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მადანაშაულებენ. ერთადერთი გადატრიალება, რომელიც ოდესმე მსურდა და ჩამიდენია, — ეს არის ცნობიერების გადატრილება ოლიგარქატის, სიღარიბის, მონობის, კლეპტოკრატიის, ყაჩაღური ქმედებების, ყაჩაღური კანონებისა და ხელისუფლების ყაჩაღი წარმომადგენლების წინააღმდეგ", — განაცხადა სააკაშვილმა ბრიფინგზე.

სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამერთვა, 10 სეტქმბერს მომხრეების მხარდაჭერით გამშვებ პუნქტ "შეგინზე" მესაძვრეების კორდონი გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთიდან შეაღწია. საქმე ხუთი მუხლით არის აღძრული. ლვოვის ოლქის მოსკისკის რაიონულმა სასამართლომ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო და 130 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0