თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინული მოძრაობა „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გაუჩინარებული მომხრეები დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს.
„ჩემი მეგობარი, სამხედრო პირი, დონბასის ომის გმირი, დავით მაკიშვილი, ასევე ჩემი ყოფილი მცველები და მძღოლი გაიტაცეს ქუჩაში და ყველა კანონის დარღვევით, პოროშენკოს პირადი განკარგულებით, ნაცემები, დააბრუნეს საქართველოში სპეცრეისით, უკრაინის ეროვნული გვარდიის თვითმფრინავით", — დაწერა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ექსპ-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შსს-მ და უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირ განუკითხაობაზე წასვლაზე უარი განაცხადეს და პრეზიდენტმა უკანონო განკარგულება გასცა ეროვნული გვარდიის უფროსის სახელზე, რომელიც მას ემორჩილება.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის შენობასთან მიმდინარე მიტინგში მონაწილეობს, იუწყება РИА Новости Украины.
სამშაბათს რადის შენობასთან დაიწყო რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია, რომელსაც ატარებენ: ნაციონალისტური პარტეიბი "ნაციონალისტური კორპუსი", "თავისუფლება", "ახალი ძალების მოძრაობა", "ბატკივშჩინა", "სამოპომიჩი" და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ისინი მოითხოვენ დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას. ოთხშაბათს რადამ ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება დაიწყო, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად გაგზავნა კანონი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის განხილვა დაიწყო.