თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსული კინემატროგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი — რეზო გიგინეიშვილი და ნადეჟდა მიხალკოვა ერთმანეთს დაშორდნენ, იუწყება РИА Новости პრესნიას რაიონული სასამართლოს პრესმდივანზე, ალექსეი ჩერნიკოვზე დაყრდნობით.
მოსამართლემ დააკმაყოფილა „მიხალკოვასა და გიგინეიშვილის მოთხოვნები". განხილვა მსახიობის წარმომადგენლის მონაწილეობით დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა. მოსარჩელე ნადეჟდა მიხალკოვა იყო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეზო გიგინეიშვილისა და ნადეჟდა მიხალკოვას ოჯახში ყველაფერი წესრიგში არ არის, მედიაში ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში გავრცელდა. მაშინ მეუღლეებმა განქორწინების შესახებ ჭორები უარყვეს. თუმცა მიხალკოვამ განქორწინებაზე სარჩელი 2017 წლის სექტემბერში შეიტანა. ოქტომბრის დასაწყისში მეუღლეები ერთმანეთს სასამართლოში შეხვდნენ, მათ საბოლოო გადწყვეტილების მისაღებად ერთი თვე მისცეს. მაგრამ ოჯახის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
ნადეჟდა მიხალოკოვასა და რეზო გიგინეიშვილის ქორწინება შვიდ წელს გაგრძელდა: ისინი 2010 წლის აპრილში დაქორწინდნენ, ჯვარი წლინახევრის შემდეგ საქართველოში დაიწერეს. 2011 წლის 21 მაისს დაიბადა მათი პირველი საერთო შვილი ნინა. ორი წლის შემდეგ, ისევ 21 მაისს, 2013 წლის, ნადეჟდას მეორე შვილი ივანი ეყოლა, რომელიც ნიკიტა მიხალკოვისთვის მერვე შვილიშვილი გახდა.
რეზოსთვის ეს უკვე მეორე განქორწინებაა. 2005 წელს ის დაქორწინდა ანასტასია კოჩეტკოვაზე, რომელიც პროექტ „ფაბრიკა ზვიოზდის" მონაწილე იყო. ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათ 10 წლის ქალიშვილი ჰყავთ.
გარდა ამისა, ბოლო დროს მედიაში აქტიურად განიხილება რომანი რეზო გიგინეიშვილისა და ბიზნესვუმენ ნადეჟდა ობოლენცევას შორის, რომელიც გაზაფხულზე მეწარმე აირატ ისხაკოვს დაცილდა.