თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი, რომლეზეც ორშაბათს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, გონზე მოვიდა და წერილი დაწერა, იუწყება Twitter-ში ჟურნალისტის კოლეგა ირინა ვორობიოვა.
ფელგენგაუერს გუშინ რთული ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგ ექიმებმა ის სამედიცინო კომის მდგომარეობაში შეიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
„ყველას-ყველას-ყველას! მადლობა მხარდაჭერისთვისა და სიყვარულისთვის… მე კარგად ვიქნები. საწრუპით სუნთქვა მაგარია. რადიოზე 16 წლის შემდეგ პირველად გამოვიძინე. მალე თქვენთან ვიქნები — ჩაგეხუტებით", — წერია ფელგენგაუერის წერილში.
დაშავებული ჟურნალისტის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ახლა მასთან მხოლოდ ახლობლებს უშვებენ, სწორედ მათი მეშვეობით გადმოსცა მან წერილი. Друзья!! К @t_felg пустили родных и она написала нам письмо! Больше к Тане никого не пускают пока что, она передаёт всем привет и спасибо! pic.twitter.com/hq0rtARx1U
— Воробьева (@Vorobievaya) October 24, 2017
ორშაბათს „ეხო მოსკვის" რედაქციაში 48 წლის მამაკაცი შეიჭრა და ფელგენგაუერი დანით დაჭრა ყელის არეში. თავდამსხმელი დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა. მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „მკვლელობის მცდელობა". გაირკვა, რომ დაკავებული წარმოშობით საქართველოდანაა და ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეა.
დაკავებულს შერაცხადობაზე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. დაკავებულის ადექვატურობაში ეჭვი პოლიციას დაკითხვაზე მის მიერ ნათქვამი სიტყვების შემდეგ გაუჩნდა. ბრალდებულის განცხადებით, 2012 წელს ფელფენგაუერმა მასთან „ტელეპათიური კონტაქტი" დაამყარა, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში „ტელეპათიურ კონტაქტში" სექსუალურად ძალადობდა მასზე.