უცნობმა თავდამსხმელმა Эхо Москвы-ს ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი ყელში დაჭრა

© photo: Sputnik / Alexand Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკში„ეხო მასკვი“
„ეხო მასკვი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციას გადასცეს. ფელგენგაუერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის საავადმყოფოშია გადაიყვანილი და ჩადგმული აქვს კათეტერი.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რადიოსადგურ Эхо Москвы-ს რედაქციაში შეჭრილმა უცნობმა მამაკაცმა ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი დანით დაჭრა ყელის არეში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ამის თაობაზე განცხადება ალექსეი ვენედიქტოვმა გაავრცელა საკუთარ „ტვიტერზე“

​თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციას გადასცეს.

ფელგენგაუერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის საავადმყოფოშია გადაიყვანილი და ჩადგმული აქვს კათეტერი.

РИА Новости-ს წყაროს განცხადებით, თავდასხმის მიზეზი პირადი კონფლიქტი იყო. თავად სააგენტომ ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება ჯერჯერობით ვერ შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0