ვოლგოგრადი საქართველოს კულტურის დღეებს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშივოლგოგრადი
ვოლგოგრადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართება

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik.  ვოლგოგრადის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს კულტურის დღეები გაიხსნა — ღონისძიება 23-27 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება და ითვალისწინებს რიგ მუსიკალურ, ლიტერატურულ და სალექციო შეხვედრებს.

როგორც რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნული-კულტურული ავტონომიის  განცხადებაშია ნათქვამი, კვირეული გაიხსნა ლიტერატურული  სალონით სახელწოდებით „ მოგზაურის თვალით დანახული საქართველო“, რომელშიც პოეტებმა ბორის გუჩკოვამ და მარინა ზაოზერნოვამ მიიღეს მონაწილეობა.

სამშაბათს, 24 ოქტომბერს, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა-საღამო „ჩემო  სიყვარულო, ჩემო საქართველო!“.  პროგრამაშია ხალხური ცეკვის ანსამბლ „საირმისა“ (ქორეოგრაფი ირმა გოგსაძე) და ქართველთა  ვოლგოგრადის სამხარეო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „იბერიის“ გამოსვლა. საღამოზე ასევე განიხილავენ ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას და ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“. 

ქართული დიასპორა ლონდონში - Sputnik საქართველო
ქართული დიასპორა: საქართველოს საგარეო უწყებამ სამომავლო გეგმები გაახმოვანა

25 ოქტომბერს მუსიკალურ საღამოზე „საქართველოს მთებზე ღამის ბურუსი წევს“ მსმენელის წინაშე წარდგება ვოლგოგრადის პ. სერებრიაკოვის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტები.

27 ოქტომბერს  საქართველოს კვირეულს საღამო „თბილისობა, მოგესალმები შენ!“ დაასრულებს. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს სტუმრებისთვის  ქართული დღესასწაულის — თბილისობის — შესახებ ინფორმაციის გაცნობას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები. კვირეულის მონაწილეებისა და სტუმრების საუბრები ასევე შეეხება საქართველოს ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.

ბიბლიოთეკის მისამართია: ვოლგოგრადი, ლენინის პროსპექტი, სახლი 42.

 

ყველა ახალი ამბავი
0