სმს-შეტყობინება არჩევნების დღეს: უწყებათაშორისი კომისია საქმეს შეისწავლის

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების დღეს ამომრჩეველმა ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო ნომრით სმს-შეტყობინება მიიღო

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიქმნა, არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამომრჩევლისთვის ტელეფონებზე გაგზავნილი სმს-შეტყობინებების ფაქტს შეისწავლის, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შაბათს, არჩევნების დღეს, ამომრჩევლებმა თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოდან“  სმს-შეტყობინება მიიღეს: „დილა მშვიდობის! გისურვებთ წარმატებულ და აქტიურ დღეს! „გიორგი ვაშაძე — 27“. ზოგიერთმა ამომრჩეველმა შეტყობინება ხმის მიცემის დროს მიიღო, კანონით კი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია აკრძალულია.

 „ჩვენ ასევე განვიხილეთ სმს-შეტყობინებები, რომლებიც არჩევნების დღეს ზოგიერთი კანდიდატისგან გაიგზავნა, რამდენადაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე აგიტაცია აკრძალულია, ზოგიერთმა ეს შეტყობინებები ხმის მიცემის დროს მიიღო, ვიღაც იყო წარმომადგენელი, დამკვირვებელი ან უბრალოდ ამომრჩეველი უბანზე“, — განაცხადა წულუკიანმა. 

ამომრჩეველთა რეგისტრაცია კენჭისყეის წინ საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
ევროპის საბჭო: საქართველოში არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართეს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორების გვერდით პოლიტიკური პარტიების  დამკვირვებლები იდგნენ, რომლებიც უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, ეს პერსონალური მონაცემების საიდუმლოს დარღვევაა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამკვირვებლები იყვნენ, რომლებიც მსგავსი ქმედებით ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩეველზე. წულუკიანის აზრით, ამომრჩეველთა რიგობითი ნომრების ჩაწერის პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას და საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.

 „ზოგიერთ უბანზე პარტიების წარმომადგენლებს, განურჩველად იმისა, იყო ეს ოპოზიციის თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი,  სამაგიდო სიებზე ჰქონდათ წვდომა. ამას ალბათ, საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.  

საქართველოს მოქალაქეებმა 21 ოქტომბერს 64 საკრებულოს დეპუტატები  და ასევე 64 ქალაქებისა და რაიონების მერები აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით ადგილობრივ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება —დემოკრატიულმა საქართველომ“ პრაქტიკულად ყველა რეგიონში მოიპოვა გამარჯვება.

უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა ივნისში, 21 ოქტომბრის არჩევნების წინ სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ აგიტაციის აკრძალვის დარღვევებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. წულუკიანის გარდა, მასში შედიან ცხრა მინისტრის, მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.


ყველა ახალი ამბავი
0