საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეულ მერებსა და დეპუტატებს მიულოცა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ მერებსა და დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საქართველოს მოქალაქეებმა 21 ოქტომბერს აირჩიეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერი და 64 საკრებულოს დეპუტატები. წინასწარი შედეგებით, ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონში მმართველმა პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" გაიმარჯვა.

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში საკრებულოს არჩევნები მოიგო

"საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — აღნიშნულია მარგველაშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს ადგილობრივი არჩევნების მიმართ გამოთქმული მაღალი ინტერესისთვის და კვალიფიციური მონიტორინგისთვის.

"იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება", — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი, ხოლო მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0