„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

© Sputnik / Alexander Imedashviliენმ-ის მიტინგი
ენმ-ის მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებასთან ბრძოლის არასტანდარტულ მეთოდებზე გადასვლა გადაწყვიტა

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) კანდიდატები ქუთაისსა და მარტვილში მერების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ, განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში. ენმ-ის კანდიდატები  მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებს ქუთაისსა და მარტვილში უპირისპირდებიან, ყაზბეგში  „ქართული ოცნების“ კანდიდატს „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი უპირისპირდება, ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი, ხოლო ხაშურსა და ოზურგეთში — დამოუკიდებელი კანდიდატები. 

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში საკრებულოს არჩევნები მოიგო

„მასობრივი ფალსიფიკაციის, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფონზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებთ. თუ ცირკის დირექტორმა გადაწყვიტა ვიღაცის კლოუნად დანიშვნა, „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ამ კლოუნადის ჩატარება“, — განაცხადა ვაშაძემ.

მისი სიტყვებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის.

„ნაცმოძრაობამ“ ბრძოლის სტანდარტული მეთოდებზე უარი თქვა. ჩვენ ბრძოლის ახალ მეთოდზე გადავდივართ, რომელიც კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა მეთოდს ითვალისწინებს“, — აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, მიუხედავად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატების უარისა, მათი სახელები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიულეტენებში მაინც იქნება.

საქართველოში არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს მოსახლეობამ  ქალაქებისა და რაიონების 64 მერი და 64 საკრებულოს დეპუტატები აირჩია. წინასწარი მონაცემებით, 58 ქალაქსა და რაიონში გამარჯვება მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0