თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების მეორე ტური გაიმართება ბორჯომშის #36 ოლქში, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
ბორჯომში 26 524 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, კომისიიდან მიღებული ხმები სრულად დათვლილია, თუმცა ცენტრალუსრი საარჩევნო კომისია კვლავ აზუსტებს მონაცემებს.
ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 40,35%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ 40,15% მიიღო.
ბორჯომში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოლქში სულ 30 საარჩვნო უბანი იყო გახსნილი.
მეორე ტური შესაძლოა საჭირო გახდეს #35 ხაშურის, #36 ბორჯომის, #60 ოზურგეთის, #59 ქუთაისის და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში.
საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ.