Wilton Park-ი საქართველოს დემოკრატიისა და სტაბილურობის განვითარებაში დაეხმარება

© FB / MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძე და მაილს უიკსტედი
მიხეილ ჯანელიძე და მაილს უიკსტედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Wilton Park-ი - კვლევითი ცენტრია, რომელმაც 1946 წელს ჩაატარა პირველი დისკუსია, რომელიც ომისშემდგომ გერმანიაში დემოკრატიის აღდგენის საკითხებს მიუძღვნა

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. წამყვანი ბრიტანული კვლევითი ცენტრი Wilton Park-ი დაეხმარება საქართველოს დისკუსიებისა და ღონისძიებების მოწყობაში, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს მიეძღვნება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

„უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შესაბამის დოკუმენტს “უილტონ პარკის” გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის აღმასრულებელი სააგენტოს სახელით ხელი მოაწერა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაილს უიკსტედმა, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

„მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა სახის გლობალური თუ რეგიონული ღონისძიებებისა და დისკუსიების ორგანიზებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორიც არის გლობალური მმართველობა, ევროკავშირისა და ევრო-ატლანტიკური საკითხები, საერთაშორისო უსაფრთხოება და სტაბილურობა, კონფლიქტის დარეგულირება, მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ვაჭრობა და ინვესტიციები“, — აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დროშები - Sputnik საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში სავაჭრო წარმომადგენელი პირველად დანიშნა

მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ „უილტონ პარკსა“ და საქართველოს შორის წარსული თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ახასიათებს. მემორანდუმი ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას ორ უწყებას შორის და მიზნად ისახავს ორ უწყებას შორის გრძელვადიან თანამშრომლობას და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.

„სტრატეგიული პარტნიორობის უორდროპის დიალოგი“ ორშაბათს დაიწყო. ქართული მხრიდან მასში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მონაწილეობენ.

„სტრატეგიული პარტნიორობის უორდროპის დიალოგი“ 2014 წელს დაარსდა და ოლივერ უოლდროპის სახელს ატარებს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოლულარიზაციაში.

Wilton Park — დიდი ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრია, რომელიც ყოველ წელს ატარებს 60 ღონისძიებას, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და სამართლიანობა.

Wilton Park-მა 1946 წელს ჩაატარა პირველი დისკუსია, რომელიც ომისშემდგომ გერმანიაში დემოკრატიის აღდგენის საკითხებს მიეძღვნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0