Tbilisi Wind Festival მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიჯაზ-ფესტივალი Koktebel Jazz Party
ჯაზ-ფესტივალი Koktebel Jazz Party - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მთავარი სტუმარია ნორვეგიის ჩასაბერი საკრავების მუსიკალური აკადემიის ანსამბლი.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი (Tbilisi Wind Festival), რომელიც დედაქალაქში 1-4 ნოემბერს გაიმართება, ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს შეკრებს, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

კონცერტები ჩატარდება ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის მცირე დარბაზში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროებში და ონლაინ.

ფესტივალის მთავარი სტუმარია ნორვეგიის ჩასაბერი საკრავების მუსიკალური აკადემიის ანსამბლი (Norwegian Music Academy Wind Ensemble) არნე პედერსენის ხელმძღვანელობით. ანსამბლის გამოსვლის პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, რიხარდ შტრაუსის, იოზეფ ჰაიდნის, ჯორჯე ენესკუს, ანდერს კროგერისა და სხვათა ნაწარმოებები.

რიშარ გალიანო - Sputnik საქართველო
ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს

თბილისის ფესტივალის სტუმრები იქნებიან ასევე ცნობილი ნიდერლანდელი მუსიკოსი, მევიოლინე და დირიჟორი ლევ მარკიზი, ბელგიელი ფლეიტისტი ალდო ბერტენი, მევიოლინე ვერენა-მარია ფიტცი (გერმანია), ალტისტი მარკ საბა (აშშ), კონტრაბასისტი ჯავად ჯავადზადე (აზერბაიჯანი).

ქართველ მონაწილეთა შორის არიან ვირტუოზი ფაგოტისტი თემურ ბუხნიკაშვილი, პერკუსიონისტი მარიამ მაკარაშვილი, ჰობოისტი გიორგი გვანცელაძე, კლარნეტისტი ლევან ცხადაძე, მევიოლინე გია იაშვილი, ვიოლონჩელისტი ქეთევან როინიშვილი და სხვ.

თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა და მას, ქართველი მსმენელისთვის მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრების გაცნობასთან ერთად, საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. ფესტივალის მონაწილეები სპეციალურად კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისთვის მასტერ-კლასებს ატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0