თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეხუთე სამიტში, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, აღნიშნულია მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა მოსაწვევი ევროკავშირის საბჭოდან უკვე მიიღო.
სამიტზე განიხილავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეფორმებისა და პროგრამების განხორციელების პროცესს, რომელიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით წარმატებით მიმდინარეობს ქვეყანაში, ასევე სამომავლო ნაბიჯებს, რომელსაც პარტიორობის ფარგლებში მიიღებენ, აღნიშნულია განცხადებაში.
პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამათგან ბოლო სამმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან იმართება.